ზურაბ აბაშიძის თქმით, თიბილოვი, როგორც რომელიმე მთავრობის წევრი, სოჭში მიწვეული არ არის

Image

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

 

ჟურნალისტებთან შეხვედრისას დღეს აბაშიძემ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, ოლიმპიადაზე ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ოფიციალური სტუმრის სტატუსით მიწვევასთან დაკავშირებით:

 

„6 თებერვალს სოჭში მიემგზავრება საქართველოს გუნდი, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად, ეს იყო საკმაოდ რთული გადაწყვეტილება, რადგან სოჭის ოლიმპიადა ტარდება საქართველო-რუსეთის საზღვართან, ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს.

 

როდესაც ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, ვხელმძღვანელობდით რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრებით, პირველი არის კეთილი ნების ნაბიჯი გადადგმული საერთაშორისო თანამეგობრობისა და ოლიმპიური მოძრაობის მიმართ, ასევე ჩვენ გვსურს გავმიჯნოთ სპორტი და პოლიტიკა, ჩვენ ასევე რუსეთის მხარეს შევთავაზეთ თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, ეს საერთაშორისო ვალდებულებაც არის, კერძოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

ჩვენ ასევე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ გარემოებას, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის მოწვეულნი არიან მხოლოდ იმ ქვეყნების წარმომადგენლები რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები არიან.

 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელმძღვანელი სოჭის ოლიმპიადაზე ოფიციალურად არის მიწვეული. სამწუხაროდ, არალეგიტიმური რეჟიმის პრესსამსახურის სრულიად უცნობი ხელმძღვანელის ეს განცხადება სწრაფად აიტაცა ჩვენმა პოლიტიკური სპექტრის ერთმა ჯგუფმა და გააკეთეს გაუაზრებელი, ძალიან ნაჩქარევი განცხადებები.

 

ჩვენ, რა თქმა უნდა გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ სოჭში მიწვეულნი არიან ოფიციალურად მხოლოდ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ ოლიმპიურ თამაშებში, კერძო პირებს ნებისმიერს შეუძლია სოჭში ჩასვლა.

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეს დადასტურება ძალიან მნიშვნელოვანია და თუნდაც ამიტომ, აბსოლუტურად სწორია ჩვენი გადაწყვეტილება ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !