
ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, სოჭში, დასახლებაში „მირნი“, რომელიც ოლიმპიურ პარკს ესაზღვრება, კანალიზაციის მწყობრიდან გამოსვლამ ფეკალური მასის გადინება გამოიწვია.
როგორც რადიო „თავისუფლება“ იტყობინება, დატბორილია თითქმის ყველა სახლის პირველი სართული, ქუჩებში აუტანელი სუნი დგას.
მოსახლეობა ღამით მყრალმა სუნმა გააღვიძა, შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ფეკალურმა მასამ საცხოვრებელ ადგილებში შეაღწია.
ერთერთი ვერსიით, ფეკალური მასებით საცხოვრებელი კორპუსების დატბორვა „ოლიმპიურისთვის“ საექსპლოატაციოდ ახლახან გადაცემული საკანალიზაციო–საწრეტი სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.