-
2020-04-22 18:27
"თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გლდანში, 62 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, CO-ით დაიღუპა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ბინაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაციც იპოვეს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად ბინაში აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი აღმოჩნდა.
„დღეს დილით გლდანის მე-5 მკრ-ში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 62 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო საგამოძიებო და “თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, სპეციალური აპარატურით შემოწმდა გაზგაყვანილობა.