
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის საზღვაო ძალებს ბრძანება მისცა გაანადგურონ ირანის სამხედრო გემები. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მე მოვუწოდე აშშ-ის საზღვაო ძალებს ესროლონ და გაანადგურონ ირანის სამხედრო გემები იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენს ძალებს საფრთხეს შეუქმნიან“,-წერს ტრამპი.