
ესპანეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსს 435 ადამიანი ემსხვერპლა და ამ მონაცემებით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 21 717-ს მიაღწია.
ამასთან, ესპანეთში ბოლო დღე- ღამის მანძილზე კორონავირუსის 4211 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 208 389-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, დღეს ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა განაცხადა, რომ ესპანეთში მკაცრი კარანტინის ზომების მოხსნა მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება.