ალექსანდრე მოწერელია - ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან

Image

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან.

 

მისივე ინფორმაციით, მომსახურეობის გაწევისას საუბარია სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების საკითხებზე, ასევე სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებულ გადაადგილებაზე.

„მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვამ, მოქალაქეებს სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნა, ძალიან ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, სოფლის რწმუნებულებს და მაჟორიტარებს მიეცეთ გადაადგილების უფლება, რათა მოემსახურონ საჭიროებისამებრ ადგილობრივ მოსახლეობას,“ - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ

სახელმწიფო რწმუნებულმა, ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებულ მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილებას ეხება.

,,სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება - მათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ექნებათ შესაძლებლობა დილის 6 საათიდან 8 საათამდე, ანუ 2 საათის განმავლობაში და საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე, ანუ 1 საათის განმავლობაში გადაადგილდნენ ამ სამუშაოების საწარმოებლად. შესაბამისი ნებართვების გაცემას რეგიონული შტაბები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები განახორციელებენ,“ - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

მოწერელიას კომენტარს სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !