„ბერკუტმა“ მაიდანს შეუტია, მაგრამ აქტივისტებმა მოიგერიეს; აიყვანეს რამდენიმე სნაიპერი; მსხვერპლი იზრდება

დაზავების შესახებ შეთანხმების მიუხედავად, ცოტა ხნის წინ „ბერკუტმა“ ევრომაიდანს შეუტია, თუმცა, მათ აღებული პოზიციები ვერ შეინარჩუნეს: კონტრშეტევის შემდეგ მაიდანს ისევ ოპოზიცია აკონტროლებს.

>>>

ქართველი ჟურნალისტები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებენ

დღეს, 19:00 საათზე საქართველოში უკრაინის საელჩოსთან აქცია – „ჟურნალისტების სოლიდარობა უკრაინას“ გაიმართება.

>>>

კიევის მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად დაღუპულთა რაოდენობაზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

>>>

აშშ-მ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის ხელისუფლების 20 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

>>>

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო კიევში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რეალური საფრთხის შემცველია, საპატრიარქო გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

>>>

ხოშტარია: უკრაინასთან მიმართებაში დაუშვებელია: „ძალიან ვწუხვართ“; უნდა იყოს: „რუსეთია პრობლემის წყარო“

არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" წარმომადგენელი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში მკაფიო და გამოკვეთილი უნდა იყოს და კონკრეტულ მესიჯებს უნდა შეიცავდეს.

>>>

ხიდაშელი: ქართველები უკრაინელებზე მაგრები აღმოვჩნდით, ადვილად გავუსწორდით მოძალადე ხელისუფლებას

ქართველები უფრო მაგრები აღმოვჩნდით, ვიდრე უკრაინელები, უკრაინელებზე უფრო ადვილად გავუსწორდით საკუთარ მოძალადე ხელისუფლებას - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ტაბულას ეთერში, გადაცემაში "ფოკუსი" განაცხადა.

>>>

„15 მიცვალებულს პირადად დავუხუჭე თვალი, 22 ცხედარი გრუშევსკიზე დავთვალე“ - კიევში დაღუპულთა რიცხვს მალავენ?

ევრომაიდნის ექიმი-ვოლონტერი ლუდმილა, რომელიც LB.ua-მ ევრომაიდანზე ჩაწერა, ჰყვება, რომ კიევში დაღუპულთა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალურ ცნობებში სახელდება.

>>>

,,კავკასუსში“ დოკუმენტებისთვის მისულ ჟურნალისტს ხალხის თვალწინ დანით დაჭრა დაუპირეს

ჟურნალისტ თინა თაყაძეს, რომელიც კომპანია „კავკასუსში“ დოკუმენტებისთვის იყო მისული, რიგში მდგომმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შენობიდან გასვლის შემდეგ დანით მის დაჭრას ცდილობდა.

>>>

ვოლინის ოლქის გუბერნატორი ხელბორკილით ლუცკის ევრომაიდნის სცენას მიაჯაჭვეს

ვოლინის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე ბაშკალენკო ლუცკის ევრომაიდნელებმა სცემეს და ევრომაიდნის სცენას ხელბორკილებით მიაჯაჭვეს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა თანამდებობის ნებით დატოვებაზე უარი განაცხადა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?