
ცნობილი გამოცემა Reuters საქართველოს პრემირმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული დელეგაციის ამერიკის შეერთბეულ შტატებში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს:
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ვაშინგტონში, Reuters-სთან ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა გამოხატა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში არსებულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, შესაძლოა მთელს რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
აშშ-ში ღარიაბაშვილის ვიზიტი, მომავალ კვირას კი მოლდავეთის პრემირმინისტრის სტუმრობა, მიმართულია იმისკენ, რომ აშშ-მ აჩვენოს საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა საბჭოთა კვაშირის ორი ყოფილი წევრი ქვეყნისადმი, რომლებიც განიცდიან ტრანსფორმაციას და ცდილობენ რუსეთის ზეწოლისგან გათავისუფლებას.
„რა თქმა უნდა უკანასკნელმა მოვლენებმა, შესაძლოა მთელს რეგიონზე გავლენა იქონიოს და სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებულები. მე ვიმედოვნებ, რომ უკრაინა საკუთარ გზას ევროპისკენ დაუბრუნდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთანავე მან დასძინა: „მე ვფიქრობ, რომ საქართველომ საკუთარი გზა უნდა იპოვოს და მისდიოს მას“.
ისევე როგორც უკრაინა, საქართველოც ორ არჩევანს შორის დადგა, ეს არის ევროპა და დასავლეთი ან მოსკოვის გავლენა.
მაშინ, როცა საქართველომ ვეროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ხელი მოაწერა, უკრაინამ აღნიშნულ ქმედებაზე უარი განაცხადა და შეაჩერა ევროპასთან დაახლოების გეგმა.
უკრაინაში არეულობა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. უკრაინის ხელისუფლებამ მოსკოვი არჩია რომელმაც ქვეყანას გაკრვეული პირობები და კრედიტები შესთავაზა. მოვლენების დრამატული განვითარების შემდეგ, უკრაინის რადამ იანუკოვიჩს უფლებამოსილება შეუჩერა და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.
რუსეთი ცდილობს საკუთარი გავლენა შეინარჩუნოს იმ ბერკეტებით, რაც უკრაინის წინააღმდეგ გააჩნია, ძირითადად ენერგორესურსის კუთხით.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი განსაკუთრებით შეშფოთებულია ყირიმში მიმდინარე მოვლენებით, სადაც ისმის მოწოდებები გამოეყონ უკრაინას.
მაშინ, როცა საქართველო მოსკოვის ორბიტიდან უკრაინასთან შედარებით შორს იმყოფება, დაძაბულობა რუსეთ-საქართველოს შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კვლავ რჩება. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რუსმა სამხედროებმა კვლავ აღადგინეს საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმის პროცესი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემირმინისტრი რუსეთის მხრიდან მსგავს ქმედებებს მოელოდა, ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ოფიციალური თბილისი ცდილობს, შეინარჩუნოს ბალანსი დასავლეთთან და კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს მოსკოვთან.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწეროთ. ამავდროულად ჩვენ ვცდილობთ დავაბალანსოთ ურთიერთობა რუსეთთან და ვაწარმოოთ კონსტრუქციული პოლიტიკა მასთან. ამიტომ ჩვენ ბალანსი უნდა ვიპოვოთ, როგორ დავარეგულიროთ ეს ყოველივე. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთის ხელისუფლება, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან, რუსეთის ინიტერესებს არ ეწინააღმდეგება. ეს ჩვენი მისიაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში წარმოებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციას.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იგი უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ეძებს ეკონომიკური თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მას საქართველოს ეკონომიკის განვითარება სურს, ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკის გაზრდას მიმდინარე წელს არანკლებ 5 პროცენტისა გეგმავს.
„ეკონომიკის განვითარება ჩემი ხელისუფლების პრიორიტეტია, ჩვენ რეფორმები გავატარეთ და რეზულტატი ნელნელა იგრძნობა“, - ნათქვამია Reuters-ის სტატიაში.
მოამზადა ანანო კვაჭანტირაძემ