
26 მაისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის დასკვნითი პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესს ვანო მერაბიშვილი ესწრება.
მერაბიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ყურადღება ამერიკელი და ლიტველი ექსპერტების დასკვნაზე გამახვილდება
დასკვნა 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით მომზადდა.
კახიძის განცხადებით ექსპერტების დასკვნით დასტურდება, რომ მიტინგის დაშლაზე გაცემული სანქცია ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდა.
26 მაისის საქმეზე, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განაჩენის გამოსატანად ორდღიანი ვადა აქვს.