-
2014-02-26 11:36
საქართველოს პრემირმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას კომენტარს აკეთებს.
პრემიერის განცხადებით, სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა და მას საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების უფლება აქვს:
"ის საქართველოს მოქალაქეა, ამიტომ რატომაც არა, მას შეუძლია დაბრუნება. მან ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ვერ შეგპირდებით, რომ ხალხს ენატრება ის, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუძლია დაბრუნება. მას ჯერაც საქართველოს მოქმედი პასპორტი აქვს. ასე რომ, შეუძლია ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოგზაურობა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.