-
2014-02-26 13:36
დაკავებული კოლეგის – გოგა ონიანის დასაცავად საკუთარი სურვილით 50–დე ადვოკატი სასამართლო პროცესზე მივიდა, რითაც ონიანს სოლიდარობა გამოუცხადა.
სასამართლომ გოგა ონიანისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. გამოძიება მას 2011 წელს უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე ნარკოტიკების ჩადებას ედავება. ონიანი საკუთარ სახლში აიყვანეს.
ადვოკატი გოგა ონიანი, რომელიც ბრალდებული თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას უფლებებს იცავს და პროკურატურას, სხვა ადვოკატებთან ერთად, რამდენიმე პროცესი მოუგო, აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ დევნას უკავშირდება.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გოგა ონიანმა მოსამართლეს უთხრა, რომ ადვოკატები მის დასაცავად თავიიანთი ნებით მივიდნენ:
„ ბატონო მოსამართლე მე ვაპირებ თვითონ დავიცვა თავი პროცესებზე, ეს ადვოკატები, რომლებიც აქ სხედან თავისი ინიციატივით არიან მოსულები და მიცავენ მე ისე რომ მე მათთვის თეთრი არ გადამიხდია...“, – მოჰყავს გოგა ონიანის ციტატა სასამართლოს სხდომაზე ბაჩო ახალაიას მეუღლეს – ანი ნადარეიშვილს.