
78 წლის მოხუცი, რომელმაც ჰანოვერში, საკუთარ ბაღში ნაკვეთის დასუფთავებისას სამ მეტრზე მეტი სიგრძის მკვდარი პითონი იპოვა, დააჯარიმეს, რადგან ჩათვალეს, რომ მას პითონისთვის სესაბამისი პირობები არ ჰქონდა უზრუნველყოფილი.
ადგილობრივი მედია წერს, რომ მოხუცმა პითონი შემთხვევთ იპოვა და რადგან არ იყო დარწმუნებული, მკვდარი იყო ის თუ არა, ბაღში ცეცხლი გააჩაღა და წუმწუმა დაწვა. მას შემდეგ, რაც პითონი წუმწუმის გამონაბოლქვმაც „არ შეაწუხა“, მოხუცი პოლიციას დაუკავშირდა.
როგორც გაკვეთის შედეგად დადგინდა, პითონმა საკმაოდ მოზრდილი ვეფხვის ბოკვერი მოაშთო და გადაყლაპა, მაგრამ ვერ მოინელა და სწორედ მოხუცის ბაღში უწია სიკვდილმა.
ამის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცხოველთა უფლებების დაცვის კანონით ისარგებლა და იმის გამო, რომ მოხუცს ბაღში არ ჰქონდა შექმნილი პითონის იქ ყოფნისთვის აუცილებელი მინიმალური პირობები, ჩათვალა, რომ პითონი მისი უკანონო ტყვე იყო და არასათანადო პირობების გამო მოკვდა. სწორედ ამიტომ, მოხუცს საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.