
ევროკავშირი უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის სახით მიმდინარე წლის მარტში მილიარდ ევროს გამოყოფს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ევროკავშირის უმაღლეს კომისარ იანუშ ლევანდოვსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლევანდოვსკის ცნობით, ეს იქნება სრულებით განსაკუთრებული ფინანსური დახმარება, რომელიც რაიმე სახის ვალდებულებების გარეშე აღარასდროს გამოიყოფა.
მისივე განცხადებით, სამომავლოდ ფინანსური დახმარების აუცილებელი პირობა იქნება, უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანაში რეფორმები გაატაროს.