
ადვოკატ გოგა ონიანის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მოითხოვა, ბრალდებულის მიმართ სასამართლომ არ გამოიყენოს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა.
სწორედ ამიტომ, ონიანს თავდებში 26 დეპუტატი ჩაუდგა.
დაცვის მხარე გიორგი ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას უმძიმესს უწოდებს და არ გამორიცხავენ, რომ ლეტალური შედეგი დადგეს. უფლებადამცველების განცხადებით, გოგა ონიანს სტაციონალურ პირობებში მკურნალობა და დაკვირვება ესაჭიროება.
ამ წუთებში მოსამართლე გადწყვეტილების მისაღებად არის გასული.