
ემზარ კვიციანი დაკავებულია, - ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც ცნობილია ემზარ კვიციანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს. ემზარ კვიციანი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.
მას აეროპორტში ნათესავები და მეგობრები დახვდნენ. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანი, საქართველოში ძებნილად არის გამოცხადებული.
მას სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ედება ბრალი. როგორც კვიციანის ახლო ნათესავები აცხადებენ, ის გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.