
თითქოსდა სამხედრო სწავლების ჩატარების საბაბით რუსეთი უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით სამხედრო ძალას უყრის თავს.
ამის დამადასტურებელი ვიდეომასალები ინტერნეტში უკრაინელი ბლოგერების მიერ თავსდება, რომლებიც სამხედრო თემატიკით არიან დაკავებული.
უკრაინის საზღვართან ნაწილობრივ გადასროლილია ულიანოვსკის, ვორონეჟის, ფსკოვისა და მოსკოვის სამხედრო-სადესანტო ჯარების შენაერთები, ერთერთ ვიდეოზე საზენიტო-სარაკეტო დანადგარი С-400 Триумф გამოჩნდა.
კიდევ ერთი ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას შესაბამისი წარწერით