-
2014-02-28 15:59
უკრაინის რადამ, შესაძლოა, ხარკოვის შეთანხმების დენონსაციაზე დაიწყოს მსჯელობა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფნას ითვალისწინებს.
ამის შესახებ განცხადება დღეს ტრიბუნიდან დეპუტატმა ოლეგ ლიაშკომ განაცხადა. თუ დენონსაციაზე საუბარი გაგრძელდება და რადა შესაბამის დადგენილებას მიიღებს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინაში კანონგარეშედ იქნება გამოცხადებული.
„იმ პოზიციის გამო, რაც რუსეთის ფედერაციას უჭირავს ყირიმთან მიმართებაში, საჭიროა ხარკოვის შეთანხმების სასწრაფო დენონსაცია“, - განაცხადა ლიაშკომ.
ტერმინის განმარტება: დენონსაცია - (ფრანგ. denonciation ლათ. denuntiatio შეტყობინება) - საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ამ ხელშეკრულების დებულების შესაბამისად და დადგენილ ვადებში. (ენციკლოპიედიური ლექსიკონი).
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26