ჩემი ქვეყანა სამი თვის განმავლობაში უკრაინის მაიდნის ცხოვრებით ცხოვრობდა, ხოლო ჩემმა სამმა თანამემამულემ თავი გასწირა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული „მეხუთე არხის“ გადაცემაში.
26 თებერვალს მოსკოვში, „სპარტაკისა“ და „აცსკ“ (არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი, იგივე «ЦСКА») ჰოკეის მატჩის დროს რუსმა გულშემატკივრებმა უკრაინის მაიდანს მხარი მოულოდნელი ფლეშმობით დაუჭირეს.
"Ghost Tits" - "ძუძუები-მოჩვენება" - ეს ფილმი, არცთუ უსაფუძვლოდ, მამაკაცებისთვის ყველაზე საშინელებათა ფილმადაა მიჩნეული.
მაიდანზე ჩატარებული სახალხო ვეჩეს დროს სიტყვით გამოსულმა ყირიმელ თათართა ლიდერმა მუსტაფა ჯემილიევმა განაცხადა, რომ ყირიმში კოალიციური ხელისუფლება შეიქმნება, ყირიმის რადა კი უკრაინიდან გამოყოფის საკითხს ვეღარ დააყენებს.
ცნობილი ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ში იმუშავებს. ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ადასტურებს.
კიევის მაიდანზე გამართულმა სახალხო ვეჩემ სახალხო ნდობის მანდატით აღჭურვილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელა.
პრეპარატი, რომელმაც კლინიკური გამოცდა მანჩესტერის The Christie Hospital-ში წარმატებით გაიარა კიბოთი დაავადებულს კურნავს,-ამის შესახებ სტატიას ,,მარაო.ჯი“ აქვეყნებს.
რუსული მედიაჯგუფი РБК იტყობინება, რომ უკრაინის უფლებამოსილებაშეჩერებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვის სიახლოვეს მდებარე ერთერთ სანატორიუმში იმყოფება.
ჩრდილოეთ კალიფორნიელი წყვილი, რომელიც ძაღლს ასეირნებდა, წააწყდა განძს, რომლის ღირებულებაც 10 მილიონ დოლარს აღწევს. მათ აღმოაჩინეს ოქროს მონეტები, რომლებიც ძველი ხის ჩრდილქვეშ იყო ჩამარხული.
ქუთაისში გაუჩინარებული 12 წლის გოგონას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია, თუმცა გოგონა ოჯახს პერიოდულად უკავშირდება და მშობლებს აქვთ ინფორმაცია, რომ მარიამ ს.-ძე გათხოვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას News.ge ავრცელებს.