რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ითამაშოს მოსახლეობის ემოციებზე, რაც ქვეყნისთვის საზიანოა.
საქართველოს იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ეხმიანება თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირების შემთხვევას, რომლებიც რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან დაკავშირებას და დასაბუთებული პასუხის მიღებას.
27 აპრილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები - 10 ათასი ლარით. პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩინეთს მოუწოდებს, გარეული ცხოველების ბაზრობები სამუდამოდ დახუროს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1854 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1854 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1749 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0105 შეადგინა.
საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება. პარლამენტმა სამი მოსმენით სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარევათა კოდექსში ახალი ნორმები შეიტანა.
კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ შეიძლება იკლოს კიდეც, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ მკაცრ შეზღუდვებს, საგანგებო მდგომარეობასა და საკარნტინო მოთხოვნებს - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადა.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებები არ იგეგმება.