
ბოლო დროს გაჩნდა კითხვა, შეიძლება თუ არა, რომ მწერებმა COVID-19 გაავრცელონ?
ამ საკითხთან დაკავშირებით, სიდნეის უნივერსიტეტის სამედიცინო ენტომოლოგიის ასოცირებული პროფესორი კემერონ ვები სტატიას აქვეყნებს.
ამჟამად არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ მწერები ავრცელებენ SARS-COV-2-ს, COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუსს.
ამ კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ შეუსწავლელია, თუმცა ამჟამინდელ მონაცემებზე დაყრდნობით, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მწერმა ვირუსი ინფიცირებული პირის კბენის შედეგად აიღოს და სხვა ადამიანს გადასდოს