
ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 367 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში 22 524-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დღიური მაჩვენებელი ბოლო ერთი თვის მანძილზე ყველაზე დაბალია.
ამასთან, ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 6740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში დადასტურებულ პაციენტთა რაოდენობამ 219,764-ს მიაღწია.