გაეროს გენერალური მდივანი, პან გი მუნი ვიზიტებს იწყებს რუსეთსა და უკრაინაში, ყირიმთან დაკავშირებული კრიზისის ესკალაციის ფონზე.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელეარხ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებენ უკრაინის მოვლენებში.
სევასტოპოლთან ახლოს მდებარე აეროდრომ „ბელბეკის“ უკრაინული სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებმა გუშინ ღამით ცეცხლი გაუხსნეს პროვოკატორებს, რომლებიც აეროდრომის ტერიტორიაზე შეღწევას აპირებდნენ.
"გვინდა, კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ chiti.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ის მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას."– ამ ტექსტით ეხმიანება Georgian Dream Studio–ს პრესსამსახური იუმორისტული პროექტის chiti.ge–ს ხუმრობას იმის შესახებ, რომ ბერამ გიორგი მარგველაშვილს შეურაცხმყოფელი სიმღერა მიუძღვნა.
ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ „იუთუბზე“ და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები გამოძიების მასალებშია და მას ზურაბ ჟვანიას მეუღლესთან ერთად აქვს ნანახი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ადგილიდან გავრცელებული ფოტოები „ძალიან საინტერესოა“ და „ის ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს“. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
გაზეთ „ასავალ–დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა წერს, რომ ერთი თვის წინ გამოაქვეყნა წერილი გაზეთში ჟვანიას მკვლელობის შესახებ და დღეს სწორედ ის კადრები გავრცელდა, რაზეც წერდა.
ვაზისუბანში, მესამე მიკრორაიონის ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის, აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილეობდა, "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ დღეს გავრცელებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.
ერთ–ერთ მორიგ სატელევიზიო შოუში, რუსეთის ენაწყლიანმა პატრიარქმა თავისი გამოსვლა საგანგებოდ მიუძღვნა ეკატერინე მეორის მოღვაწეობას და შემდეგი ხასიათის აღმსარებლური შეგონებები გაახმოვანა: