ნინო ქადაგიძე–ჟვანია პრესკონფერენციას გამართავს

Image

გარდაცვლილი ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე–ჟვანია 26 მარტს პრესკონფერენციას გამართავს. – ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას ქვრივმა "პრაიმტაიმნიუსს" განუცხადა.

 

ნინო ქადაგიძე–ჟვანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ 25 მარტს, "არჩევანის" ეთერში გაჟღერებული მოსაზრებები "სრული აბსურდია".

 

მანამდე ნინო ქადაგიძე–ჟვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც სააკაშვილი ზურაბ ჟვანიას მეუღლესთან მის საუბარს იხსენებდა, რომელიც ყოფილი პრემიერის გარდაცვალების შემდეგ შედგა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „ზურას რასაც აბრალებენ თურმე არაა საკმარისი. ახლა მე, თურმე ფულის მეტი არაფერი არ მაინტერესებდა“, - დაწერა მან "ფეისბუქზე".

 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

 

როცა ზურაბი გარდაიცვალა, უცნაური რაღაცების საუბარი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა, მეუღლეს ვთხოვე ჩემთან მოსულიყო, მოვიდა და ვკითხე, ხომ იყავი ადგილზე და ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს?

 

მან მიპასუხა, არა არ მგონიაო. შენთან რა პრეტენზია უნდა  მქონდესო. თუმცა ერთი საინტერესო რამ მითხრა, შენ ხომ იცი, რომ ზურას, როგორც პოლიტიკოსს ფული ჰქონდაო, ერთ-ერთმა მითხრა რომ მას ბევრი ფული მისცაო და ამის ნაწილი მინდა ამოვიღოო. ვარაუდობდა, დაცვის თანამშრომლებმა ხომ არ აიღეს, თანხა ხომ არ წაიღესო? – მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა გაავრცელა ეს ინფორმაცია.

 

ლაპარაკი ამ კატეგორიებით, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !