ანი ნადარეიშვილი პროკურატურაში ახსნა–განმარტებისთვის არ მივა, მაგრამ მოწმის სახით მისვლაზე უარს არ ამბობს

Image

ანი ნადარეიშვილს პროკურატურამ შესთავაზა ახსნა-განმარტება მიეცა გამომძიებლებისადმი მისი მხრიდან გაჟღერებული ბრალდებების გამო, მას შემდეგ, რაც მან გაავრცელა ინფორმაცია პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან არსებულ დანაშაულზე, გოგი თათუხაშვილის ვაჟის დაკითხვისას.

"დღევანდელი ჩემი განცხადების შემდეგ, რომელიც აშკარად შეიცავდა პროკურატურის თანამშრომლების დავით ძნელაშვილისა და გურგენ გილაურის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ნიშნებს, დამიკავშირდნენ მთავარი პროკურატურიდან და მთხოვეს ახსნა-განმარტება მიმეცა სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე.

 

საზოგადოებისთვის რომ გახდეს გასაგები, აღვნიშნავ: სამსახურებრივი შემოწმება ხორციელდება პროკურატურის თანამშრომლის მხრიდან დისციპლინარული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში (დაგვიანება, სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში მისვლა ან გაცდენა და ა.შ..) ხოლო დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება, სადაც აუცილებლად მივალ და დავიკითხები მოწმის სახით, გავფრთხილდები ცრუ ჩვენებაზე და მივცემ დაზუსტებულ ინფორმაციას მათი თანამშრომლების მხრიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ.

 

ყველა სხვა სახის დაბარება პროკურატურაში არის ფარსი და საზოგადოების სიცრუეში შეყვანა, რაშიც მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ!“-წერს ნადარეიშვილი.

 

დღეს ანი ნადარეიშვილმა პროკურატურის ორი თანამშრომლის შესახებ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „თბილისის პროკურატურის გამომძიებლები დავით ძნელაშვილი და გურგენ გილაური, რომლებიც ყველა თეთრი ძაფით შეკერილ საქმეში ფიგურირებენ, ახდენდნენ მუქარას და ზეწოლას, ასევე ადამიანების გატაცებას და წამებას, რაც გამოიხატება იმ ფაქტით, რისი მოყოლაც შალვა თათუხაშვილმა მოასწრო გარდაცვალებამდე მისი ოჯახის წევრებისთვის.

 

კერძოდ შალვა თათუხაშვილი გატაცებული ყავდათ 3 კვირის განმავლობაში, აწამებდნენ მას, აყოფინებდნენ თავს ცივ წყალში და ახდენდნენ იარაღიდან გასროლას ყურთან, ვინაიდან ამან არ გაჭრა და მისგან სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს, შალვას მოუძებნეს სუსტი წერტილი და მას დაემუქრნენ, რომ მის მცირეწლოვან შვილს სკოლიდან მომავალს "შემთხვევით" გაიტანდა მანქანა, ხოლო მკვლელს პროკურატურა გამოუშვებდა საპროცესო გარიგებით, ასევე დაემართებოდა ნელ-ნელა მისი ოჯახის ყველა წევრს.

 

როდესაც შალვა ცუდად გაუხდათ, იგი სასწრაფოდ დააბრუნეს სახლში, რომ ხელში არ ჩაკვდომოდათ.”

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !