საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გუშინ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამსახველი ფოტოების გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მთავარ პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრემირმინისტრის ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, ლევან ჩაჩუას დაკითხვა მიმდინარეობს.
„თი ვი ემ არ საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ კომპანია იძულებულია დროებით საქმიანობა შეაჩეროს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საქართველოს ყოფილ პრემირმინისტრ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მასთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხმაურება. ოდიშარია წერილს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავე დღეს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
პროკურატურა საქართველოს ყოფილი პრემირმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ამსახველი ფოტომასალის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
პროკურორი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემირმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში აღმოაჩინეს:
თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტი აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე საქართველოს პრემიერმინისტრს ღია წერილით მიმართავს.
როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ანდრეი პარუბიიმ ბრიფინგზე განაცხადა, უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრიანის დსთ-დან გასვლისა და რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ.
ყირიმის ნახევარკუნძულიდან როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შენაერთების გაყვანის თაობაზე უკრაინისა და რუსეთისთავდაცვის სამინისტოთა წარმომადგენლებმა გუშინ ღამით ტელეფონით ისაუბრეს.