
„მე მქონდა ინფორმაცია, რომ კანონიერი ქურდები იყვნენ საქართველოში ჩამოსულნი და გეგმავდნენ არეულობას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „არჩევანში“, „რუსთავი2“–ის ეთერში.
„ეს ყველაფერი ეხებოდა ნატოს წარმომადგენლებთან შეხვედრას, აქციები დაგეგმილი იყო სწორედ ორ ნოემბერს. ჩვენ მაშინ მიგვაჩნდა, რომ ეს იყო სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა, ამიტომ გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ.“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე დაამატა, რომ საქართველო დიდი გეოპოლიტიკური შეტაკებების ცენტრია, ამიტომ შიდა პოლიტიკური მოვლენებისადმი განსაკუთრებით ფრთხილი მიდგომაა საჭირო.