
„საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ საშვილიშვილო საქმე მოკლა, ამერიკული სტანდარტების ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი გააუქმეს ბათუმში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში, გადაცემაში „არჩევანი“.
„ ამერიკელები ჩამოვიდოდნენ ჩვენს ქვეყანაში და დაგვეხმარებოდნენ ტექნოლოგიურ განვითარებაში, მაგრამ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქართულმა ოცნებამ მოკლა და ამით ქვეყანას ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა. ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია“ - განაცხადა სააკაშვილმა.
„მაგრამ ბენდუქიძემ მაინც მოახერხა ორი მაგარი უნივერსიტეტის შექმნა“ - დაამატა მან.