
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2005 წელს, როცა ბუში საქართველოში ჩამოვიდა, პირველი, რაც მან ექსპრეზიდენტს უთხრა, იყო ის, რომ ჟვანიას სიკვდილი რუსების ნამოქმედარად მიაჩნდა.
როგორც სააკაშვილმა თქვა, ამ საქმის შესასწავლად ბუშმა FBI-ს ჯგუფიც კი გამოაგზავნა, მაგრამ მათ რუსეთის კვალი ვერ აღმოაჩინეს.
„არსებობს მსოფლიოს საუკეთესო სააგანტოს ცხელ კვალზე გაკეთებული დასკვნა, რომელმაც დაადგინა, რომ ძალადობის არანაირი კვალი არ არსებობს. პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს ახლანდელ მთავრობას ამ თემით მუდმივად მუსირება სურთ, რადგან ამ გზით ცდილობენ ჩემს მოხელთებას.“ - დაამატა მან.