
ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ იმ პირების გარდაცვალება, რომლებიც დაკითხეს, დაკითხვის შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის სინდისზეა.
"თათუხაშვილი რომ მოწმედ სასამართლოში დაკითხულიყო, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა. თქვენ გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფლებაში მოდიოდა, ხაშურის პოლიციაში ქიმერიძე მოკლეს, მაშინ გამოვიდა ივანიშვილი და თქვა, რომ ეს აღარ მოხდებოდა.
მისი პრემიერობის დროს კი ასევე მოწმედ დაიკითხა მამუკა მიქაუტაძე და თავი მოიკლა. დღეს კი კიდევ ახალი მკვდარი მოწმე გვყავს. ყველა მკვდარი მოწმე, პრემიერი ივანიშვილის სინდისზეა", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.