
გაუკეთა რა კომენტარი გაეროში უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რუსული, ირონიული ტექსტი გამოაქვეყნა.
„ჰიტლერის გერმანიას, ანშლუსის განხორციელებისას მოკავშირეებად ჰყავდა იაპონია, იტალია და ესპანეთი. რუსეთმაც მოახდინა თავისი მოკავშირეების მობილიზაცია გაეროში, მსოფლიო კოალიციის წინააღმდეგ გუშინ – ზიმბაბვე, ნაურუ, ნიკარაგუა,ჩრდილოეთ კორეა და სხვა სუპესახელმწიფოები“, – დაწერა სააკაშვილმა.
სააკაშვილი ირონიულად წერს, რომ რუსეთის ხელისუფლების დასახმარებლად უნდა დაირაზმონ აფხაზეთის მოიერიშე ავიაცია, სამხრეთ–ოსეთის საზღვაო ფლოტი და ნაურუს ატომური წყალქვეშა ნავები.
„ამის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება ძირფესვიანად რუსული მიწების გათავისუფლება ამერიკელი, პოლონელი, ესტონელი, ბენდერებისა და ქართველი დამპყრობლებისგან“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეიბუქში“.