-
2014-03-29 14:59
„კომერსანტის“ სეპცკორესპონდენტმა ილია ბარაბანოვმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა რუსული ტელეარხების შემაჯამებელი პროგრამების წამყვანებიოსა და ავტორებისთვის გამიზნული „რეკომენდაციები“.
ინსტრუქცია ჟურნალისტებისგან ითხოვს, ძირითადი ყურადღება იმაზე გაამახვილონ, რომ „დამოუკიდებელი უკრაინის შემადგენლობაში ყოფნის დროს ყირიმი, ძირითადად, დეგარადირებას განიცდიდა“, ხოლო „რუსეთის ხელისუფლების ამჟამინდელი მიზანია, დანერგოს ახალი ცხოვრება ნახევარკუნძულზე და უზრუნველყოს იქ ზოგადრუსული სტანდარტების გადმოტანა“.
„ავგიას თავლის“ გაწმენდა, რომელიც უკრაინამ დატოვა ყირიმში, ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია, მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს და ამ მუშაობის შედეგებს ყირიმელები ყოველდღიურად იგრძნობენ“, – წერია რეკომენდაციებში.
ამავე რეკომენდაციების ერთი ნაწილი ეძღვნება მოწოდებას ჟურნალისტებისადმი, აქტიურად ჩაერთონ ყირიმზე ზაფხულში დასვენების პოპულარიზაციასა და პროპაგანდაში, სლოგანით: „ახლოს, უსაფრთხოდ, ჩვენებთან“.
უკრაინის მოვლენების გაშუქების დროს ჟურნალისტებს ევალებათ, ყურადღება გაამახვილონ „უკანონობასა და ქაოსზე, რომელიც უკრაინაში სუფევს: ნაცისტები წამყვან თანამდებობებზე, შსს–ს პარალიზება, კრიმინალის მატება, „მაიდნის“ ნიშნით ჩადენილი დანაშაული, ასევე უკრაინის ეკონომიკაში არსებული, მზარდი პრობლემები“.
