
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის (2004–2013 წ.წ.) მძღოლი, რომელიც ამ პოზიციაზე 2004–დან 2009 წლამდე მუშაობდა, დაკითხვაზე დაიბარეს.
ჯერჯრობით არ კონკრეტდება კითხვები ან საკითხევბი, რომელთა გარკვევას პროკურატურა მამუკა ხუნაშვილთან გეგმავს.
საგანგებო ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა ირმა ნადიარაშვილმა განაცხადა, რომ ეს ფაქტიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის შეკერვის მცდელობაზე მიუთითებს:
„არანაირი საფუძველი და საქმეები სააკაშვილის წინააღმდეგ არ არსებობს ისინი ცდილობენ საქმეების შეკერონ. მივმართავთ პროკურატურას დაანებონ თავი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ადამიანებზე", - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.