პირი, ვინც კასპის რაიონის სოფელ დოესში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ახალგაზრდა დაჭრა, დაკავებულია, დაჭრილები კი გორში, ქალაქის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.
ინფორმაცია კასპში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ თავდაპირველად „ნიუპოსტმა“ გაავრცელა. ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ სოფელში, ერთერთ ოჯახში სტუმრად მყოფმა ახალგაზრდამ სუფრის წევრები ცეცხლსასროლი იარაღით, გულმკერდში დაჭრა.