
ვიტალი კლიჩკომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ უკრაინული პარტია "უდარის" ლიდერმა პარტიის დღევნადელ სხდომაზე განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, კლიჩკო კიევის მერად იყრის კენჭს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უფრაქციო დეპუტატის, პეტრო პოროშენკოს სასარგებლოდ თქვა.
როგორც უკრაინული მედია წერს, რამდენიმე კვირის წინ ვიტალი კლიჩკოსა და პეტრო პოროშენკოს შორის მოლაპარაკებები გაიმართა და სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ პარტია "უდარის" ლიდერი უარს იტყოდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.
უკრაინაში ჩატარებული სხვადასხვა სოციალური გამოკითხვების შედეგად, გამოკითხულთა 24,9% ამ დროისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს უფრაქციო დეპუტატს და კომპანია "როშენის" მფლობელს პეტრო პოროშენკოს.
უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება.