გიორგი ვაშაძე - მტკიცება, რომ სწრაფი ტესტი და მასობრივი დიაგნოსტიკა ცუდია, რადგან ოპოზიციამ თქვა, ან სიბრიყვეა ან მიზანმიმართული მავნებლობა

Image

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებას ეხმაურება და ტესტების აუცილობლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, იმის მტკიცება, რომ სწრაფი ტესტი და მასობრივი დიაგნოსტიკა ცუდია, არის ან სიბრიყვე, ან მიზანმიმართული მავნებლობა.

 

„იმის მტკიცება, რომ სწრაფი ტესტი და მასობრივი დიაგნოსტიკა ცუდია, რადგან ვაშაძემ და ოპოზიციამ თქვა, არის ან სიბრიყვე ან მიზანმიმართული მავნებლობა -დანაშაული, რადგან შესაბამისი ალგორითმით, სწრაფი და მასობრივი ტესტირების პირობებში, მოგვიწევდა არა მთელი ქვეყნის გამოკეტვა და იზოლაცია, არამედ მხოლოდ პოზიტიური მაჩვენებლების მქონე მოქალაქეების. დამაზიანებელია არა სწრაფი ტესტირება და დიაგნოსტიკა, არამედ იმ ტიპის ბრიყვული, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რომელთაც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი აკეთესებს. ჯერ იყო და მასობრივ ტესტირებაზე უარის თქმის საფუძვლად ტესტების ხარისხს იყენებდნენ, ახლა, როცა მასობრივი ტესტირება-დიაგნოსტიკა წარმატებულ ქვეყნებში დამკვიდრდა, როგორც ვირუსის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისა და ლოკალიზების უალტერნატივო საშუალება, ჯიუტად ამკვიდრებენ აზრს, თითქოს რომ ბევრი ტესტი საზიანო, ძვირი და არაეფექტურია. გეკითხებით, სად წაიკითხეთ, რომ ჩვენ გაუაზრებელ, უხარისხო ან/და ქაოსურ ტესტირებას ვგულისხმობთ, როცა სწრაფ და ხელმისაწვდომ ტესტირებაზე ვსაუბრობთ? თუ ხარისხიან ტესტის შერჩევისა და შესაბამისი ალგორითმის დაწერის უნარი არ გაქვთ, დღესვე ხელახლა მოგაწვდით შესაბამის მონაცემებს და დავასრულოთ ამ თემაზე თქვენი მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული და ქვეყნისთვის საზიანო რიტორიკა. ხოლო, რაც შეეხება თქვენი მხრიდან ტესტების ფასზე აპელირებას, ამ აბსურდზე კომენტარიც არ მინდა, რადგან მასობრივი დიაგნოსტიკის არარსებობის პირობებში გაჩერებული ეკონომიკა ბევრად მეტი უჯდება ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს, ვიდრე ყველა მოქალაქის ყოველდღიური ტესტირება დაჯდებოდა, რისი აუცილებლობაც, რა თქმა უნდა, არ არსებობს ჩვენს მიერ შემოთავაზებული გეგმის პირობებში," - აცხადებს გიორგი ვაშაძე. აღნიშნულ კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !