- 
	2020-04-28 14:29	
კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები - მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები - როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს მათი დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება“, - განაცხადა ტიკარაძემ.