
კიევში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა 10%-ს ჯანდაცვის მუშაკები შეადგენს. ამის შესახებ, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, კიევში კორონავირუსი ჯანდაცვის 148 მუშაკს დაუდგინდა.
ამ დროისთვის ინფიცირებული მედიკოსებისგან 22 საავადმყოფოებში გადის მკურნალობის კურსს, ხოლო დანარჩენი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ცნობისთვის, უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევებმა 10 000-ს გადააჭარბა. ვირუსს ქვეყანაში 261 ადამიანი ემსხვერპლა.