- 
	2020-04-30 23:06	
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 285 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 27,967 შეადგინა. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 1 872 ადამიანი დაავადდა.
 
 
იტალიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 205,463 აღწევს. აქედან 76 000-მდე პაციენტი ვირუსისგან განიკურნა. ამჟამად მკურნალობას გადის 101,551 პირი. მათგან 1,700-მდე პაციენტის, ანუ 2%-ის მდგომარეობა მძიმეა.
იტალია, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვით მესამე ადგილზეა, სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი - მეორეზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იტალიაში კოროანვირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. იტალია კორონავირუსის ეპიდემიით ევროპაში ერთ-ერთი პირველი დაზარალდა.
  
	    	    
 
თემასთან დაკავშირებული მასალები:
 
			    - 
				        			2017-01-16 19:16
		        
	   	
            
				
		        
	 
- 
				        			2016-11-07 15:15
		        
	   	
            
				
		        
	 
- 
				        			2016-11-07 13:00
		        
	   	
            
				
		        
	 
- 
				        			2016-09-21 14:26