
საფრანგეთში კორონავირუსით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 289 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში, ინფექციით დაღუპულთა რაოდენობა 24 376-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის გენერალური დირექციის ხელმძღვანელმა ჟერომ სალომონმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქედან საავადმყოფოებში გარდაცვლილია 15 244 ადამიანი, მოხუცებულთა სახლებში - 9132 ადამიანი.