-
2020-04-30 23:00
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 38 ადამიანს დაუდგინდა - ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ქვეყანაში ამ დრომდე ვირუსი სულ 1,804 პაციენტს გამოუვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის გამო კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში სულ 24 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეჯება გამოჯანმრთელების სტატისტიკას, გასულ 24 საათში აზერბაიჯანში კიდევ 58 პაციენტი განიკურნა და მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1,325-ს შეადგენს. ამჟამად კლინიკებში 455 პაციენტს უტარდება მკურნალობა. მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა რთულია.
ამ დრომდე კორონავირუსზე ქვეყანაში 143 000-ზე მეტი ადამიანი შეამოწმეს.