ერთ-ერთ გადაცემაში ერთ-ერთმა ექიმმა გაკვირვებული სახით თქვა, რომ აკეთებს აპკის აღდგენის ოპერაციას (ჰიმენოპლასტიკა) და როდესაც ამის შესახებ თავის უცხოელ კოლეგებს უყვება, მათ თურმე უკვირთ და გაოგნებული რჩებიან.
"სამხრეთ-დასავლეთის პრესცენტრში" პირდაპირი ჩართვის დროს სლავიანსკის მოხალისეთა ლიდერის ვიაჩესლავ პონომორიოვის ყოფილმა პრესმდივანმა სტელა ხოროშევამ განაცხადა, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმია, პრაქტიკულად, განადგურებულია და მხოლოდ ერთ დღეში 1000-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა.
ეს შემთხვევა 30 ივნისს სიკტივკარში მოხდა. 18 წლის, მოტოციკლის მფლობელმა ჯეელმა გადაწყვიტა, საკუთარი "ოსტატობა" პირდაპირ ავტომაგისტრალზე ეჩვენებინა და მოძრავ მოტოციკლზე ფეხებით შედგა. ერთი მიმართულებით მოძრაობისას გაუმართლა, უკანა გზაზე კი - არც ისე...
მანქანას, სადაც გოგო და ბიჭი ისხდნენ, მოულოდნელად ალყა სემოარტყეს ბაიკერებმა და მანქანიდან გადმოსულ ბიჭს "კაჩაობა" დაუწყეს.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" შემოწირულობის სახით 51 008.50 ლარი მიიღო.
"პროკურატურა უგულავასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პრეზიდენტ პოროშენკოს მიმართვაში უკრაინის მოსახლეობისადმი ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედავად, ტერორისტებმა საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვიტეს.
ანტიტერორისტული ოპერაციის ახალი ფაზის დაწყების შესახებ პეტრე პოროშენკოს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აქამდე პოროშენკო პირდაპირ არ ყოფილა დაკავშირებული უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან, ახლა კი მისი განახლება საკუთარ თავზე აიღო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი ორი დაღესტნური ჯიშის ჯიხვი მოკლეს.
გუშინ უკრაინაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და ოპერატორი ნასტია სტანკო და ილია ბესკოროვაინი ლუგანსკის ოლქში მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ თავად თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მესვეურებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.