"ნაციონალური მოძრაობა" უგულავას დაკავებას ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს

Image

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ინგლისურ ენაზე განცხადებას ავრცელებს. 

 


როგორც "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციამ გიგი უგულავა თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრებამდე დააკავა და ეს "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა. 

 

"ნაციონალური მოძრაობა" დარწმუნებულია, რომ 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების გადამწყვეტი მეორე ტურის წინ, განსაკუთრებით თბილისში, გიგი უგულავას დაკავება მიზნად ისახავს საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის დასუსტებას და მიუთითებს მთავრობის დღის წესრიგში პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ოპოზიციის დევნის გაღრმავებაზე", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში. 

 

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნავს, რომ გიგი უგულავას დაკავება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური გადაწყვეტილებაა, რომელიც კვლავ რჩება გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებად საქართველოს მთავრობაში, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად თანამდებობა აღარ უკავია. 

 

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს დილით თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. დაკავების მიზეზად უკანონო შემოსავლების ლეგალიზება სახელდება. ამჟამად უგულავა ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი.

 

ამასთან, გიგი უგულავა 4 ივლისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იყო დაბარებული.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !