ირაკლი ტაბლიაშვილი: უგულავამ ხელისუფლებას ,,იმენნო გაუჩალიჩა"

Image

უგულავამ, რომელსაც უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ჰქონია, ,,იმენნო“ ,,გაუჩალიჩა“ ხელისუფლებას– წერს ,,ფეისბუქის“ გვერდზე ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.

 

 

 ,,მე არ ვიცი, რამდენად სამართლებრივად ედავებიან ბ-ნ უგულავას, არც ის ვიცი, პროცედურულად რა ნორმები დაირღვა თუ არ დაირღვა. არ ვიცი ათეთრებდა თუ არა ის თანხას პარტიისათვის თუ პირადი მიზნებისათვის ოფშორიდან თუ ოფშორის ოფშორიდან. ვიცი სხვა რამ:

 

1. უგულავამ, რომელსაც უკანა ბილეთიც ჰქონია, “იმენნო გაუჩალიჩა” ხელისუფლებას. აგე, თავადაც ამბობს და აჩვენებს, რომ უკანა ბილეთი ჰქონია… ეს სინქრონი ბუნებაში არსებობდა…

 

2. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ბ-ნი უგულავა არის პოლიტიკური პირი. რასაკვირველია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ  მინიმუმ არსებობს ამგვარი მიდგომა – საარჩევნო ვითარებაში მისი დაკავება ან არის ან, მინიმუმ იკითხება როგორც პოლიტიკური დევნა. ეს კი ვნებს არა იმდენად უგულავას ან მის პარტიას ან  ხელისუფლებას თუ დამკავებლებს, არამედ, ქვეყანას. არსებობს თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ დაეკავებინათ ბ-ნი უგულავა? – რამდენადაც ვხვდები – არ არსებობდა!

 

3. სასამართლოს ნათქვამი ჰქონდა, რომ მას (უგულავას) ჰქონდა ქვეყნის დატოვების უფლება… მარტივია – თუ სასამართლო ამას ამბობს, რასაც არ უნდა მღეროდეს გულში პოლიტიკური ოპონენტი უგულავა, მისი დაკავება იმ ქვე-მოტივით – “ვიცით, რომ ითესებოდაო”, იდიოტიზმია.

 

4. მე არ ვდუმვარ – ადრეც ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ… ზეგ უგულავა დაარღვევს კანონს და მიიღებს ზუსტად ამხელა სტატუსს… დღეს კი მხოლოდ ხელისუფლებაზე ვსაუბრობ – ჩემი აზრით,  სრულიად არაადეკვატურად მოქმედზე უგულავასთან მიმართებაში…“– წერს ტაბლიაშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !