საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ, გაუკეთა რა კომენტარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, გაიმეორა ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში საგანგაშო არაფერია.
ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, რომ არა „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ისტორიულ დღეს ვერ ვიზეიმებდით.
ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა გააცურეს დიეგო მარადონა, რომელსაც ეგონა, ავტოგრაფს იძლეოდა, სინამდვილეში კი ხელი „აღიარებაზე“ მოწერინეს.
გვიან ღამით საპატრულო პოლიციამ ტელეკომპანია "ტაბულას" თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული 3 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ამ დღეებში, როცა საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და პროდასავლურად განწყობილი ქართული პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას აღნიშნავს, ალბათ, უპრიანი იქნება გავიხსენოთ, როდიდან დაიწყო საქართველომ ევროპისკენ, ევროკავშირისკენ სწრაფვა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, რა ხდებოდა კატალიზატორი და რა - ხელისშემშლელი ფაქტორი ამ პროცესში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპასა და დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ რუსეთთან ღია კონფრონტაციაში შესვლა, მაგრამ ამის გაკეთება მოუწევთ, რადგან „სხვა გზა არაა“.
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო გოლფის თამაშით დაკავდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ვერ მოახერხა და მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთები აიღო.
პრაღაში 9 ივლისს დაგეგმილ აბაშიძე-კარასინის შეხვედრამდე, 7 ივლისს ქართული და რუსული მხარეები ერთმანეთს შეხვდებიან, რათა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ დსთ-ს ქვეყნებთან ვაჭრობის კუთხით მომხდარი ცვლილებები განიხილონ.
მოსკოვი მზადაა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში , ეკონომიკური პოლიტიკის ადაპტაციის მიზნით, კონსულტაციები გამართოს,- ამის შესახებ სერგეი ლავროვმა სერგეი ბრილევის გადაცემაში( Вести в субботу с Сергеем Брилевым) ინტერვიუში განაცხადა.
,,ტაბულას“ თანამშრომლის სასამარტლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე იყო ჩანიშნული. როგორც პოლიციელებმა განმარტეს დაკავების მიზეზი იარაღის ტარება და პოლიციის დაუმორჩილებლობა გახდა.