მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, პარლამენტის სახელით, ნობათი გადასცეს

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და ვეტერანებს სურსათ-პროდუქტები გადასცეს, - აღნიშნულის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

>>>

რატი ანდრონიკაშვილი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს

საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები 19 წლის რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც მცირე ასაკის მიუხედავად, ეროვნული გუნდის მაისურის მორგება ოფიციალურ მატჩებში 7-ჯერ მოასწრო, ამერიკის სტუდენტური ლიგის ტოპ-გუნდმა აიყვანა. ბასკონიური პროექტის პროდუქტი ანდრონიკაშვილი, რომელმაც გასული სეზონი ბერძნულ "პანიონიოსში" დაიწყო და სუპერლიგურ "რუსთავში" დაასრულა, კარიერას ოკეანის გაღმა, კრეიტონის უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელებს.

>>>

ნინო ბურჯანაძე - თითქმის არ არის ოჯახი საქართველოში, რომელსაც მსხვერპლი არ ჰქონდეს გაღებული მეორე მსოფლიო ომში - ჩვენ ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ვეტერანებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სულ 370 ვეტერანია დარჩენილი, რომლებმაც ცხოვრების საუკეთესო წლები უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალიეს.

>>>

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის წევრებთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან - გიორგი ვოლსკისთანირაკლი სესიაშვილთან და კობა კობალაძესთან ერთად, ვაკის პარკში იმყოფებოდა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო. პარლამენტის წევრებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები საიუბილეო მედლით „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“ ჯილდოვდებიან

მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით - „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“, - შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა და მას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს.

>>>

11 მაისამდე საქართველოში ზოგან ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

11 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

>>>

ოთარ კახიძე - ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის უკვე არის დიპლომატიური დემარში და ამ ჟესტმა უკვე დააზარალა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა

ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის უკვე არის დიპლომატიური დემარში და ამ ჟესტმა უკვე დააზარალა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, როგორც მინიმუმ, უხერხულობა შექმნა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევასთან დაკავშირებით.

>>>

სალომე ზურაბიშვილმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან და ევროკავშირის იდეის დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა.

>>>

აჭარაში 10 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

აჭარაში კორინავირუსის საეჭვო ნიშნით 351 ადამიანი გამოიკვლიეს. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კვლევის შედეგად კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

>>>

რუსეთის თავდაცვის ძალებში კორონავირუსი 1576 სამხედროს დაუდასტურდა

რუსეთის თავდაცვის ძალებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1576-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !