,,პირველს" ჰგონია, რომ "მეორემ" "დადგა", "მეორე" უკვე ამბობს, რომ "პირველმა" - გიორგი კეკელიძე ზუგდიდიში განვითარებულ მოვლენებზე

Image

მწერალი გიორგი კეკელიძე ზუგდიდიში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

"მე განა სპეტაკი სიმაღლიდან ვუყურებ ამბავს, მეც თქვენს შორის ვარ - ამ საუკუნის, უნდობლობის საუკუნის შვილი საქართველოში. და ჩვენ ყველას, დიდი და დაჟინებული მონდომებით, გვგონია, რომ უკვე ყველაფერი დადგმულია. აგერ წუხანდელი ამბავიც - ,,პირველს" ჰგონია, რომ "მეორემ" "დადგა", "მეორე" უკვე ამბობს, რომ "პირველმა". ერთი-ორ დღეში გადაივლის ეს საქმე, ,,კორონას სპექტაკლზე" ფიქრი დაგვიბრუნდება. მერე სხვა ეჭვი გაგვღრნის, სხვა უნდობლობა. ,,შენ გჯერა ეგ?" ვკითხავთ ერთმანეთს ეშმაკური ღიმილით და სხაპასხუპითვე ვუპასუხებთ; ,,არა, კაცო, რანაირად უნდა მჯეროდეს". ეჭვით დაქუცმაცებული დავიარებით, გამოგონილი ან ნამდვილი ეჭვით. ეჭვით დაფლეთილ მზერას ვაცმევთ ერთმანეთს და უერთმანეთობა გვცივა - მეტაფორულად ვლაპარაკობ? კი, იმიტომ რომ მეც მეშინია და მეც ვეჭვობ, ან ,,იმისტი" არ დამიძახოთ, ან ,,ამისტი", ამ ამბებიდან სრულიად განზე მდგომ კაცს. კი, მეც ეჭვიანი ვარ და ასე ერთმანეთის შიშით, ეჭვით, სიძულვილით სავსეები საბოლოოდ ვკარგავთ ერთმანეთს. ჩვენი ბრალი არ არის, რომ ყველაფერი სპექტაკლი გვგონია. უფრო სწორედ, ისე მივაჩვიეთ ტყუილებს და ტკივილს ერთმანეთი ბოლო ოცი წელია, ან შეიძლება მეტიც, რომ სხვა გზა არ გვაქვს - ასე უნდა გვეგონოს.
ამ წერილით კონკრეტულ ამბავზე არაფერს ვამტკიცებ - ტყუილად ნუ დაიხარჯებით დამუნათებით და სცენარების ჩამოწერით. მიხარია, რომ ადამიანები გადარჩნენ - სპექტაკლში თუ სპექტაკლს მიღმა. ადამიანის გადარჩენა ყველგან და ყოველთვის გამიხარდება." - წერს გიორგი კეკელიძე "ფეისბუქ" გვერდზე.
 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !