
ბრაზილიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მონაწილე გარდაიცვალა.- ამის შესახებ ინფორმაციას The Guardians-ი ავრცელებს. მკურნალობისას პაციენტს შვედურ-ბრიტანული კომპანიის, AstraZeneca-ს პრეპარატს აძლევდნენ.
მათი თქმით, პაციენტი 28 წლის მოხალისე ექიმი იყო, რომელმაც ვაქცინის ტესტირებაში მონაწილეობა ივლისში მიიღო. კომპანიის განცხადებით, ფატალური შემთხვევის მიუხედავად, ცდები გაგრძელდება. საერთო ჯამში, ბრაზილიაში პრეპარატ AstraZeneca-ს ვაქცინის ტესტირებაში 8 000-მდე ადამიანი მონაწილეობს.