
გუშინ, ქ. რუსთავის თეატრში მომღერალ დათო ნეფარიძის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც აფხაზეთის ხმას მომღერალი უყვება, კლიპი სიმღერაზე - „ჰარალე“ გადაიღო, რომლიც პირველად 1998 წელს ჩაწერა.
„გავაცოცხლე ჩემი ძველი ჰიტი, სიმღერა ჰარალე, რომლის ახალი ვერსია ბრავო რეკორდსში ჩაიწერა, არანჟირება ეკუთვნის მამუკა ბეგაშვილს (პეკე), რაც შეეხება კლიპს, რეჟისორია ლევან აბულაძე“ - ამბობს დათო ნეფარიძე.
ახალ კლიპს, მალე დარდიმანდის ტელევიზიის ერთგული მაყურებელიც ნახავს .