
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-სთან ერთად შემუშავებულა ვაქცინამ შესაძლოა პანდემია დაასრულოს.
გავლენიანი გამოცემა Financial Times წერს, რომ აღნიშნულმა ვაქცინამ კვლევების მესამე ეტაპზე, ხანდაზმულებში ძლიერი იმუნური რეაქცია გამოიწვია.
ნოთინგჰემის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის პროფესორი ჯონათან ბოლი ამბობს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ეს ნამდვილად დამაიმედებელი ნიშანია, თუ „ეს ვაქცინა ქმნის კარგ იმუნიტეტს 55+ ასაკობრივ ჯგუფში და მის გამოყენებას თან ახლავს სხეულის კარგი რეაქცია ხანდაზმულ ადამიანებში“.
ვაქცინის საბოლოო ეფექტურობა მას შემდეგ გაირკვევა, რაც ყველა ასაკობრივი ჯგუფის ტესტის მონაცემები გაანალიზდება.
AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდა ერთდროულად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და იაპონიაში მიმდინარეობს. კვლევა მალე დაიწყება აშშ-შიც.
აღნიშნული ვაქცინის წარმატებას ეხმაურებიან მსოფლიოს წამყვანი გამოცემები. The guardian წერს, რომ ოქსფორდის ვაქცინა დიდი ალბათობით, წარმატებით მუშაობს ყველა ასაკობრივ ჯგუფში.