გავრცელებული ინფორმაციით ხელისუფლება ე.წ. ლოკდაუნისთვის ემზადება.
თორნიკე ოქრიაშვილმა შვილთან მიმოწერა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მომოღერალი, ნინო ჩხეიძე YOUTUBE გვერდისთვის ახალ კარაოკე ვერსიებს აკეთებს. როგორც მომღერალმა აფხაზეთის ხმასთან თქვა, ტიკ-ტოკზე გაჰიტებულმა სიმღერებმა გადააწყვეტინა, მსმენელს კარაოკე ვერსიები შესთავაზოს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ Pfizer / BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის დახმარებით, გაზაფხულზე ცხოვრება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს
Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა შემოწმების გავლის შემთხვევაში ხელმისაწვდომი, შესაძლოა, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იყოს. - ასე გამოეხმაურა სიახლეს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და იმუნოლოგი, ენტონი ფაუჩი.
კომპანია Apple-ი საკუთარი საძიებო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც აიფონებსა და აიპადებზე Google-ის საძიებო სისტემას ჩაანაცვლეს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ცოტა ხნის გამოშვებული iOS 14-ის ერთ-ერთ განახლებას რამდენიმე პოპულარული საძიებო დავალების შესრულება Google-ის გამოყენების გარეშე უკვე შეუძლია. FT ასევე წერს, რომ 2018 წელს Apple-მა სამსახურში ჯონ ჯანანდრეა აიყვანა, რომელიც მანამდე Google-ში საძიებო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამის გარდა Apple-ი რეგულარულად აქვეყნებს განცხადებებს სპეციალისტების ძებნის შესახებ, რომლებიც „ინოვაციური საძიებო ტექნოლოგიის არქიტექტურის რეალიზაციით“ უნდა დაკავდნენ.
ამ ეტაპზე Apple-ი Google-ისგან წელიწადში 8-12 მილიარდ დოლარს იღებს იმისთვის, რომ აიფონებსა და აიპადებზე სწორედ ამ კომპანიის საძიებო სისტემა გამოიყენება. ეს თანხა Aplle-ის წლიური შემოსავლის 15-20%-ს შეადგენს.
სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტო "ტელეფონის დატენვა", რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მრჩევლის, ბრიუს ეილვარდის განცხადებით, ჯანმო იმედოვნებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ პირველ ვაქცინებს 2021 წლის მარტისთვის მიიღებს, რაც ფუნდამენტურად შეცვლის პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას.
კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
დანიის ფერმებში წაულების განადგურების პროცესი მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება. ცხოველი, რომელსაც ძვირფასი ბეწვის სამოსის დასამზადებლად ამრავლებენ, ახალი კორონავირუსის მუტაციის გამო, ადამიანებისთვის საფრთხედ მიიჩნიეს.